რატომ ბადმინტონი

თამაში, რომელიც პირველივე დღიდან გამოგდით და ყველა ასაკისთვის შესაფერისია.

თამაში პირველივე დღიდან

ვოლანი სწრაფად კარგავს სიჩქარეს, ამიტომ დამწყებებიც კი პირველივე ვარჯიშზე ახერხებენ რამდენიმე დარტყმიან გათამაშებას.

მთელი სხეული მუშაობს

სწრაფი გადაადგილება, ჩაჯდომები, ხტომები: მუშაობს ფეხები, ტანი და ხელები. ტემპს თავად ირჩევთ.

ჯანმო ზრდასრულებს კვირაში 150–300 წუთ ზომიერ აქტივობას ურჩევს. ორი თამაში თითო საათ-ნახევრით სწორედ ეს ნორმაა.

ნებისმიერ ასაკში

ბადმინტონს თამაშობენ ბავშვები, ზრდასრულები და უფროსი ასაკის ადამიანები. დატვირთვას მარტივად შეარჩევთ. ჯანმრთელობის კითხვებით მიმართეთ ექიმს.

თამაში მეგობრებთან ერთად

ორნი, ოთხნი ან მთელი ოჯახი: საჭიროა მხოლოდ კორტი და ჩოგნები. წყვილებში თამაში ახალი ადამიანების გაცნობის კარგი გზაა.